ბელორუსმა “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” მონაწილეობა შეაჩერა

ევროკავშირის სანქციებზე პასუხად ბელორუსმა ევროკავშირის ინიციატივაში “აღმოსავლეთ პარტნიორობა” მონაწილეობა შეაჩერა. “ჩვენ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში საკუთარ მოვალეობებს ვერ შევასრულებთ ევროკავშირის სანქციებისა და შეზღუდვების ფონზე. ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ შეთანხმების იძულებითი შეჩერება ნეგატიურად აისახება ევროკავშირზე არალეგალურ მიგრაციასთან და ორგანიზებულ დანაშაულებებთან ბრძოლის სფეროში” – განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 28 ივნისს ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ამავე დროს, მინსკმა ევროკავშირში საკუთარი წარმომადგენელი კონსულტაციაზე გაიწვია. გარდა ამისა, ოფიციალურმა მინსკმა ევროკავშირის ბელორუსში წარმომადგენელ დირკ შუბელს შესთავაზა ბრიუსელს კონსულტაციისთვის ეწვიოს, რომ თავის ხელმძღვანელებს ბელორუსის პოზიცია გააცნოს ზეწოლასა და სანქციების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა 24 ივნისს მიიღო. ევროკავშირის გარდა ბელორუსს სანქციები დაუწესეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრს „ლელოს“ საქაერთველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ქვეყნის განვითარების „მარშალის გეგმა“ გადასცა
შემდეგი სტატიაჩარკვიანი – არ მიყვარს, როდესაც რამე დოკუმენტი შედგება და მისი ცვლილების მცდელობაა