ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიამ პროტასევიჩის დაკითხვის ფრაგმენტები აჩვენა

ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიამ პროტასევიჩის დაკითხვის ფრაგმენტები აჩვენა

ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიამ ОНТ 2 ივნისს ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაკითხვის ფრაგმენტები აჩვენა – ჟურნალისტი 23 მაისს თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შემდეგ დააპატიმრეს. ჟურნალისტმა დაუშვა, რომ შესაძლებელია ის დააბეზღეს. მან ახსენა, რომ ერთ ადამიანთან, რომლის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, “საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა”. უკანასკნელი დღეების მანძილზე კი სიტუაცია უფრო დაიძაბა. მას კონკრეტული პირი არ დაუსახელებია, თუმცა დარწმუნებით თქვა, რომ ის ადამიანი ჰაკერული ჯგუფ “კიბერპარტიზანებიდანაა”. პროტასევიჩმა სამუშაო ჩატში გაფრენამდე 40 წუთით ადრე უთხრა თანამშრომელს რომელი თვითმფრინავით მიფრინავს, ამ ჩატამდე წვდომა აღნიშნულ ჰაკერსაც აქვს. თუმცა, ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა არ იცის თვითმფრინავის იძულებითი დაშვება მათი კონფლიქტის გაგრძელება არის თუ არა – “დოიჩე ველე” წერს.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ. ჟურნალისტთან ერთად მისი მეგობარი გოგოც დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიჯინ შაჰინი: საერთაშორისო საზოგადოება და აშშ ყურადღებით დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს
შემდეგი სტატიასირცხვილია: პოლიციელებმა გიგა მაქარაშვილს დაკავების დროს ხელი მოტეხეს