ბელორუსის რამდენიმე ქალაქში “არაპარაზიტების” საპროტესტო აქციები გაიმართა

ბელორუსში ასობით ადამიანი გამოვიდა “არაპარაზიტების” საპროტესტო აქციაზე – შეკრებები არასანქცირებული იყო. პრეზიდენტ ლუკაშენკოს განკარგულებით ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც წელიწადში ექვს თვეს არ იმუშავებენ, ვალდებული არიან უმუშევრობის გადასახადი, წელიწადში 250 დოლარი, სახელმწიფოს გადაუხადონ.
საპროტესტო აქციები გაიმართა ბობრუისკის ცენტრში, ქალაქ ორშაში და სხვა.
აქციის მონაწილეები ლუკაშენკოს ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ აქციებზე.

“მაიდანი ბელორუსში არ იქნება” – თავის მხრივ განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიეთიოპიაში ნაგვის ჩამოწოლის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიააშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ივნისში შეხვდებიან