ბელორუსის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია დამოუკიდებელი მედიის განადგურების შეწყვეტას მოითხოვს

მთავრობის მიერ დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების გამო ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ ქვეყანაში “თავისუფალი სიტყვის განადგურების შეჩერება” მოითხოვა ხუთშაბათს, 8 ივნისს – “დოიჩე ველე” წერს.
“ექსტრემიზმთან ბრძოლას ამოფარებული მთავრობა ბელორუსის დამოუკიდებელ მედიას ანადგურებს” – ნათქვამია დოკუმენტში. ასოციაცია დარწმუნებულია, რომ რეპრესიების ინიციატორების მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების წინააღმეგ გალაშქრებაა – “დოიცე ველე” წერს.

დღესვე ოპოზიციური გამოცემა “ჩვენი ნივა” დაბლოკეს, მისი რედაქტორი ეგორ მარტინოვიჩი დააპატიმრეს, რედაქციის თანამშრომლები კი გაჩხრიკეს და საზოგადოებრივი წესრიგის მუხლის დარღვევით დაიკითხნენ.

banner
წინა სტატიაშიტოკიოში ოლიმპიადა მაყურენლის გარეშე გაიმართება
შემდეგი სტატიაშვეიცარია პირველი ქვეყანაა, რომლის კოვიდ-სერთიფიკატები ევროკავშირმა აღიარა