ბელორუსიაში სუტენიორი რუსი მღვდელი დააკავეს

,,ბი-ბი-სი,,ს რუსული ბიუროს ცნობით, ბელორუსის ქალაქ ვიტებსკში რუსი სასულიერო პირი დააკავეს, რომელსაც ბელორუსიდან რუსეთში, პროსტიტუციით დასასაქმებლად ახალგაზრდა ქალები გაჰყავდა.


გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სასულიერო პირი (რომლის ვინაობაც არ სახელდება) ახალგაზრდა ბელორუს მანდილოსნებს სანკტ პეტერბურგში გადაყვანას და არალეგალურ ბიზნესში მაღალ ანაზღაურებას ჰპირდებოდა, თუმცა ის, ბელორუსმა სამართალდამცავებმა, გადაბირებულ ქალებთან ერთად ვიტებსკის ავტოსადგურშივე დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ რუსი მღვდელმსახურის დაკავებაზე, ერთ-ერთმა ბელორუსულმა მედიამ სხვა ვერსია დაასახელა, რომლის მიხედვითაც რუსი სასულიერო პირი არა ავტოსადგურში, არამედ ბორდელში ,,აბლავის,, დროს დააკავეს.ასეა თუ ისე, რუსი სასულიერო პირი დაკავებული და მას, რუსული ეკლესიის ხელმძღვანელობამ გამოძიების დასრულებამდე სტატუსი შეუჩერა.
ბელორუსი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ რუსმა სასულიერო პირმა ბელორუსის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული და მას ბელორუსიაში – ადგილობრივი კანონმდებლობით გაასამართლებენ.

banner
წინა სტატიაშილვოვში 2 ახალგაზრდა ქუჩაში სექსის დროს დააკავეს (+18 ვიდეო)
შემდეგი სტატიაsos!!! საქართველოდან ჩამოტანილ ყვითელ ყვავილში 11, 000 ერთეული ტყვია იპოვეს