ბელორუსიას რუსეთის 700 მილიონ დოლარი მართებს

რუსეთისა და ბელორუსის პრემიერ-მინისტრებმა გაზის შესახებ მოლაპარაკება ვერ შეძლეს – რუსული მედიის ცნობით, მინსკის ვალმა უკვე 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა. რუსული მხარის ინფორმაციით, მინსკი ვალის გადასახდელად მზად არ არის.
რამდენიმე დღის წინ, ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
„დამშვიდდით, ვლადიმირ პუტინთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს, ბრწყინვალე, შევარჩევთ დროს, შევხვდებით და თუკი რაღაც პრობლემებია, შუამავლების გარეშე გადავჭრით. ჩვენ ღვიძლი ძმები ვართ, არაფერი გვაქვს გასაყოფი,“ – განაცხადა ლუკაშენკომ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია, დადგეს ისეთი დრო, როცა ერთმანეთს ზურგი უნდა გაუმაგრონ და ისე „მოიგერიონ სროლა“.
ექსპერტები ამბობენ, რომ ორ პრეზიდენტს შორის კრიტიკული ურთიერთობის შემდეგ, ლუკაშენკოს მსგავსი გამოსვლა ზუსტად დღევანდელი შეხვედრისთვის იყო გამიზნული, რომელიც ბელორუსისთვის უშედეგოდ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშირატომ ხვდებიან ერთმანეთს ირაკლი ღარიბაშვილი და იოსებ გოგაშვილი?
შემდეგი სტატიავენეციაში ექსტრემიზმში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს