ბელორუსია უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება, თავს ორი მიმართულებით დაესხმება – ოლეგ ჟდანოვი

ბელორუსია აგრძელებს უკრაინაში შეჭრის შეფერხებას, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ის ომისთვის ემზადება. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა.

„ყველა ის ქმედება ომისთვის მოსამზადებლად, რომელსაც ლუკაშენკო ახორციელებს, არ უნდა მივიჩნიოთ, როგორც პუტინისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ლუკაშენკო ამაღლებს დაძაბულობის ხარისხს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ჟდანოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინას ბელორუსის მხრიდან რეალური საფრთხე ემუქრება.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ლუკაშენკო, შესაძლოა, ერთის მხრივ, აგრძელებს დროის გაჭიანურებას, როდესაც საჭიროა შეჭრის ბრძანების გაცემა, მაგრამ ამავე დროს, ბელორუსია ნამდვილად ემზადება ომისთვის“, – განაცხადა ჟდანოვმა.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის მთავარი მიმართულება ვოლინი და რივნე შეიძლება იყოს.

„ბელორუსის უკრაინაში შეჭრის ძირითადი მიმართულებები არის ვოლინი და რივნე. ვფიქრობ, ისინი უფრო შორს არ წავლენ“, – დასძინა ექსპერტმა.

ჟდანოვმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკო ერთდროულად ორი მიზნისკენ მიისწრაფვის.

„ამ შემოჭრის მთავარი მიზანი, პირველ რიგში, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაა, რომ ორ ფრონტზე ვიბრძოლოთ. ნებისმიერი სამხედრო გეტყვით, რომ ეს ძალიან რთულია, ჯერ არავის მოუგია ომი ორ ფრონტზე. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეს არის მცდელობა, მოკვეთოს უკრაინა დასავლეთის დახმარებას“, – განაცხადა ჟდანოვმა.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტები დმიტროვკადან გავაძევეთ – უკრაინის გენშტაბი