ბელორუსი რუსეთთან საზღვრის დაცვას აძლიერებს

belorsსააგენტო ,,ბელაპანის,, ცნობით, ბელორუსიაში რუსეთის საზღვართან ახლოს, რამდენიმე დღის წინ საბრძოლო წვრთნები დაიწყო ახალმა სპეციალური დანიშნულების ბატალიონებმა, რომლის შემადგენლობა ტერიტორიალური პრინციპებით იქნება დაკომპლექტებული და რომელთა მთავარი დანიშნულება რუსული აგრესიისაგან ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების დაცვა იქნება…
ბელორუსის თავდაცვის მინისტრის ანდრეი რავკოვის განცხადებით, ,,ტერიტორიალური თავდაცვის სპეციალური ძალების მომზადება, ,,ჰიბრიდული ომის,, პრინციპების გათვალისწინებით მოხდება,,
ექსპერტების განცხადებით, ,,ჰიბრიდული ომის,, ხსენებით, ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა მიანიშნა, რომ ეს ძალები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მზადდება, რადგან სწორედ რუსეთი იყენებს ბოლო 15 წლის მანძილზე ,,ჰიბრიდული ომის,, ტაქტიკას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ.
რუსეთის მიმართ უნდობლობის კიდევ ერთი გამოვლინება გახლდათ, რუსეთის ავიაბაზის ბელორუსიაში განთავსებისათვის პრეზიდენტ ლუკაშენკოს მხრიდან უარის თქმა… 2015 წლის 19 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ბელორუსიაში, ქალაქ ბობრუისკში რუსული შორსმავალი ავიაგამანადგურებლების, Су-27-ებისათვის ავიაბაზა უნდა აშენებულიყო, რასაც ბელორუსთან შეთანხმება დაედო საფუძვლად, თუმცა მოგვიანებით ბელორუსის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ მის ქვეყანას ასეთი ბაზები არ სჭირდება და მას არანაირი შეთანხმება რუსეთთან ამის თაობაზე არ ჰქონია, რამაც რუსი გენერალიტეტის აღშფოთება გამოიწვია.
მინსკის მიერ რუსული აგრესიისაგან თავდაცვის გაძლიერების მზადება, განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და იქიდან უკრაინელების გამოძევების შემდეგ გახდა. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს არასანდო მეზობლისაგან თავდაცვის გაძლერებისაკენ უბიძგა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა
შემდეგი სტატიაძებნილი პოლიციელი სამართალდამცველებს ჩაბარდა