ბელორუსელი ტაქსისტი სამი დღე გარდაცვლილ თანამესუფრესთან ერთად არაყს სვამდა

ბელორუსელი ტაქსისტი სამი დღე გარდაცვლილ თანამესუფრესთან ერთად არაყს სვამდა

ბელორუსელი ტაქსისტი სამი დღე გარდაცვლილ თანამესუფრესთან ერთად არაყს სვამდაბელორუსის ერთ-ერთ რაიონში მამაკაცი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო გარდაიცვალა. მისი თანამესუფრე დალევას განაგრძობდა – მან გადაწყვიტა, რომ მეგობარი ისვენებს. რამდენიმე დღეში ცხედარმა გახრწნა დაიწყო, თუმცა ეს მთვრალ ტაქსისტს, რომელსაც არ შეუწყვეტია დაელვა, არც შეუმჩნევია – ამის შესახებ ბელორუსული მედია წერს.
მედიის ცნობით, ტაქსისტებმა დალევა გადაწყვიტეს და 17 ბოთლი არაყი შეიძინეს. ცხედარი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც გარდაცვილის მეუღლემ შეშფოთებულმა დაუწყო ქმარს ძებნა. როცა ბინაში მილიცია გამოჩნდა, ტაქსისტმა მათ სთხოვა მეგობარი არ გაეღვიძებინათ, რადგანაც ის “ისვენებდა”.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშიპალესტინელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც მერკელთან შოუში იტირა, გერმანიაში დატოვეს
შემდეგი სტატიატრამპმა კლინტონზე საუბრისას სასქესო ორგანო ახსენა