ბელორუს ოპოზიციონერს “მასობრივი არეულობების” მოწყობის გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელიც “ბელორუსის ქრისტიანული დემოკრატიის” პარტიის თანათავმჯდომარეა, “მასობრივი არეულობების ორგანიზებისთვის” მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მაგილევსკის სამხარეო სასამართლომ 25 მაისს, სამშაბათს.
“მასობრივი არეულობების” ბრალდებით განაჩენი გამოუტანეს, ასევე, ოპოზიციური ტელეგრამ-არხების ადმინისტრატორს ირინე სჩასნის, მოძრაობა “ევროპული ბელორუსის” აქტივისტს პაველ ნიუხევიჩს, მაქსიმ ვინიარსკს, ევგენი აფრაგელსა და ანდრეი ვოინიჩს. მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ყველა სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა – “დოიჩე ველე” წერს.

ბელორუსში პროტესტი, რომელიც 2020 წლის 9 აგვისტოს დაიწყო, არ ცხრება. მოქალაქეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. ძალოვანებმა არა ერთხელ დაშალეს დემონსტრანტები, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დააკვებულია.

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს
შემდეგი სტატიაასლან ბჟანია: “აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის საქართველოსთან ან სხვებთან განხილვას არ ვაპირებთ”