ბელორუს ოპოზიციონერ ჟურნალისტთან ერთად რუსეთის მოქალაქე, ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტია დაკავებული

ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი სოფია საპეგის განთავისუფლებას ითხოვს – საკუთარი სტუდენტის, რომელიც გუშინ დაკავებულ ბელორუს ოპოზიციონერ ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნეხტას” თანადამფუძნებელია.

უნივერსიტეტი წერს, რომ სოფია რუსეთის მოქალაქეა და ის საერთაშორისო სამართალს და ევროპულ კანონმდებლობას სწავლობს და სამაგისტრო ნაშრომისთვის ემზადება. ის რომანთან ერთად საბერძნეთში მიფრინავდა დასასვენებლად.

“ბელორუსის მთავრობის სპეცოპარაციის შედეგად სტუდენტი ცრუ და გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს. სოფიას დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს კონსულტაცია და დახმარება. უნივერსიტეტი საერთაშიროსო პარტნიორებს, დონორებს და უფლებადამცველებს სოფიას გასანთავისუფლებლად დახმარებისკენ მოუწოდებს ” – ნათქვამია განცხადებაში. უნივერსიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ბელორუსის მთავრობის უკანონო მოქმედებებს გმობს და სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ბელორუსში იდევნება.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.
მინსკი თებერვლიდან ცდილობს ვარშავისგან ბლოგერის ექსტრადაციას.

თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ლიეტუვამ და პოლონეთმა თვითმფრინავის იძულებით დასმას სახელმწიფო ტეროტიზმი უწოდეს.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკის მოედანზე ვითარება დაიძაბა
შემდეგი სტატია2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციურ ძალების ღია წერილი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით