ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი დასავლურ მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რუსეთში მომუშავე ყველა კორესპონდენტი უკან გაიწვიონ, რადგან არსებობს რისკი, რომ პუტინი მათ დააკავებს და შემდეგ პატიმრების გაცვლისთვის გამოიყენებს.
ამის შესახებ Bellingcat-ის დამფუძნებელმა ბულგარული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
გროზევის თქმით, რუსეთში ჟურნალისტების შემდგომი ყოფნის სარგებელი, რისკების გათვალისწინებით, ძალიან მცირეა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების ბოლო გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის 1-ელ აგვისტოს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსკოვმა დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტი და რამდენიმე პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი გერმანიის ციხიდან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვი გაათავისუფლეს.