უკრაინის არმიამ ბელგოროდის რეგიონში საკონტროლო ტერიტორია გააფართოვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბელგოროდის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინის შეიარაღებული ძალებმა 3-4 კილომეტრით წინ წაიწიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ მოვლენებზე კომენტარისგან თავს იკავებს, რაც შესაძლოა, ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებით იყოს განპირობებული.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ „გარკვეული ნაბიჯები“ გადადგა კურსკის ოლქის გარეთ უკრაინის პოზიციებზე ზეწოლის შესამცირებლად.
რუსული სამხედრო ბლოგი Rybar-ი, რომელსაც 1.3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, იტყობინება სასტიკი ბრძოლების შესახებ სოფელ პოპოვკაში, სადაც ორივე მხარე აქტიურად იყენებს უპილოტო თვითმფრინავებს თავდასხმისთვის.
ანალიტიკოსების აზრით, უკრაინული ძალების ოპერაცია, შესაძლოა, მიმართული იყოს რუსული ჯარების ყურადღების გადატანაზე, რომლებიც კურსკის რეგიონში აქტიურ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებენ