ბელგოროდის რაიონში ვითარება კვლავ მძიმე და დაძაბულია

ბელგოროდის რაიონში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, – ამის შესახებ TASS-ს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კურენკოვმა განუცხადა.

როგორც კურენკოვმა განაცხადა, რეგიონში ვითარება კვლავ მძიმე და დაძაბულია. ბელგოროდის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ბრძოლის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

„გთავაზობთ, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობა მივიჩნიოთ ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობად და მასზე რეაგირების ფედერალური დონე შემოვიღოთ“, – განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“ევროკავშირში და ნატოში არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი, დაივიწყეთ ამ მთავრობით ოდესმე ევროკავშირში შესვლა”-ჟიგიმანტას პავილიონისი
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ლარსთან $2.5 მლნ-იანი აპარატურა აგდია უპატრონოდ, რადგან აშშ-მა შეგვიჩერა დახმარება