ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონი 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა

ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონის 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა, ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, თავიანთი დასახლებები დატოვა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

„ახლა ათასამდე ადამიანი იმყოფება დროებითი განსახლების ცენტრებში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან კვებით, საწოლებით, პირველადი მოხმარების ნივთებით“, – განაცხადა მან.

გუშინ, გუბერნატორმა გლადკოვმა კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. აღნიშნული რაიონი რუსეთის კურსკის ოლქსა და უკრაინის სუმის ოლქს შორის მდებარეობს. მოგვიანებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორიაზე შესასვლელი ჩაკეტა.

banner
წინა სტატიაშიცისკარიშვილი – „ოცნების“ აფიორა და ტყუილი, თითქოს არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, აშშ-სთან ურთიერთობას შემდეგ დაალაგებენ, არავინ დაიჯეროს!
შემდეგი სტატიაწინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს – პროექტის მხარდამჭერია SOLO