ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის წინ, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვის სფეროში თურქული სამხედრო პოტენციალით უნდა გამოიყენოს. მისი თქმით, თურქეთის არყოფნა ევროკავშირის თავდაცვის პირველ დაფინანსების პროგრამაში შეცდომა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას “ანადოლუ” ავრცელებს.
„თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი მოკავშირეა ნატო-ში. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი თქვენი ტექნოლოგიებისგან და მიმაჩნია, რომ თურქეთი ევროპის თავდაცვის მომავალ პროგრამებში აუცილებლად უნდა ჩაერთოს“, — აღნიშნა მინისტრმა.
ფრანკენმა ასევე ხაზი გაუსვა „ნატო 3.0“-ის ხედვას და დასძინა, რომ ვინაიდან აშშ სამხედრო ფოკუსს აზიისკენ მიმართავს, ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურა საკუთარ ხელში გადაიბარონ.
















