ბელგიის სპეცსამსახურებმა ქვეყანაში ჯიჰადისტების ბუდე აღმოაჩინეს

2ბელგიის სპეცსამსახურებმა ქვეყანაში ჯიჰადისტების ბუდე აღმოაჩინეს – The Independent-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რეიდები რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. რეიდის შედეგად 15 ადამიანი დააპატიმრეს, მათგან ოთხს ტერორიზმში ედება ბრალი.
მოსამართლეებმა დააზუსტეს, რომ საუბარია ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსებაზე და “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანების მცდელობაზე. ამავე დროს, ჩხრეკისას ვერ აღმოაჩინეს ვერც იარაღი და ვერც ასაფეთქებელი მოწყობილობა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს ბრიუსელის მეტროსა და აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ქვეყანაში ანტიტერორისტული რეიდები ხშირად ტარდება.

banner
წინა სტატიაშიპუტინს ბერლინში სისხლიანი დათუნიებით შეხვდნენ
შემდეგი სტატიარუსთავში ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია