ბელგიის სასამართლომ ესპანეთისთვის კატალონიელი პოლიტიკოსების გადაცემაზე უარი თქვა

ბრიუსელის სასამართლომ 16 მაისს უარი განაცხადა ესპანეთისთვის სამი კატალონიელი მინისტრის გადაცემაზე, რომლებმაც კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ ქვეყანა დატოვეს. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ფორმალური შეცდომა დაასახელა – დაპატიმრებაზე ეროვნული ორდერის არ არსებობა, რომელიც ესპანეთის მიერ მოთხოვნილი დაპატიმრების შესაბამისი იქნებოდა.
მადრიდისთვის ბრიუსელის სასამართლოს გადაწყვეტილება მძიმე დამარცხებას ნიშნავს – გერმანული სააგენტო AFP წერს. თავის მხრივ,, კატალონიის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა “კარგი ამბავის” შესახებ განაცხადა და თქვა, რომ “ევროპამ სამართლიანი პროცესი დაიწყო, პოლიტიკური ხედვების მიუხედავად”.

ესპანეთის მთავრობამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია გადააყენა და რეგიონალურ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები მერიაში შეიჭრნენ
შემდეგი სტატიაელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად ფლორიდაში მამაკაცი გარდაიცვალა