ბელგიის საგარეო უწყება – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას, პრესის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატია

ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მიმდინარე კვირაში საქართველოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო. რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალიან შემაშფოთებელია და არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს. ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. პრესის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროპული საბჭო საგანგებო სამიტის დოკუმენტებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, მომხმარებლის გამოცდილების მართვის წლის მთავარი ღონისძიება, CX Business Summit Georgia გაიმართა