ბელგიის პრემიერი გადადგა
სხვა სტატიები
- პირები, ვინც სამსახური დაკარგეს 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ
- ტრამპმა განაცხადა, რომ Google, Facebook-ი და Amazon-ი ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არღვევენ
- სალომე სამადაშვილი : ვფიქრობ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გაუჭირდებათ იმავე მეთოდებითა და წესებით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიღება, როგორიც აქამდე გვინახავს
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა – ადგილობრივი ტელეარხი RTBF ავრცელებს.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ მიშელმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის წარმყვანმა პარტიებმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს და კენჭისყრა მოითხოვეს. პოლიტიკოსის აზრით, მან გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ “მისი წინადადებები არ იყო დამაჯერებელი”, “მოწოდებას კი არ მოუსმინეს”. პრემიერის განცხადების შემდეგ სხდომა ჩაიშალა.
ბელგიის მეფე ფილიპს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. სამთავრობო კრიზისი დეკემბრის დასაწყისში მიგრაციის შესახებ გაეროს გლობალურ შეთანხმებასთან დაკავშირებით დაიწყო, რომლის დროსაც მმართველი კოალიცია დაიშალა.
შარლ მიშელი ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2014 წლიდან იმყოფება