ბელგიის პოლიციამ საფრანგეთის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავა

როგორც უცხოური მედია RTL RADIO-ზე დაყრდნობით წერს, ბელგიის პოლიციამ 13 ნოემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ძებნილი სალაჰ აბდესლამი დააკავა.

13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაშიგამოძიებამ პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი დაადგინა
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-მ დადებითად შეაფასა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები