ბელგიის პოლიციამ დაგეგმილი ტერაქტი ჩაშალა

ბელგიის პოლიციამ დაგეგმილი ტერაქტი ჩაშალა. დაკავებულია ორი ძმა, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.

ჩატარებული ოპერაციის და ტერორისტების დაკავების შესახებ ინფორმაცია ბელგიელმა ძალოვანებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია 8 სახლში ჩატარდა, რომლებიც მონსის და ლიგის ფრანგულენოვან კვარტლებში მდებარეობს. დაკავებულია ორი პირი, 33 წლის ნოურედინ ჰ. და მისი ძმა, ჰამზა ჰ. მათი გვარი ჯერჯერობით არ სახელდება.

ფედერალური პროკურატურის სპიკერმა განაცხადა, რომ “ორივე მათგანი ეჭვმიტანილია ტერაქტის დაგეგმვაში, რომელიც ბელგიაში უნდა განხორციელებულიყო”.

პროკურატურა ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს, აქვთ თუ არა მათ კავშირი ცოტა ხნის წინ აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულ ტერაქტებთან.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრად დავით ბაქრაძე ინიშნება
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლები განცხადებას ავრცელებენ