ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სამმაგდება ჯარიმა -წვეულებაზე დასწრებაზე ჯარიმა განისაზღვრა 750 ევროთი, ხოლო მისი ორგანიზება – 4 000 ევროთი

ბელგიის მთავრობა, ლოქდაუნის პირობებში, არაერთხელ იყო ინფორმირებული სახლებში მოწყობილი მრავალრიცხოვანი წვეულებების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს შეკრებებზე დასწრება არის დასჯადი – 15 დეკემებრამდე მოქმედი რეგულაციის თანახმად, წვეულების ორგანიზატორი ისჯებოდა 750 ევროთი, ხოლო სტუმარი – 250 ევროთი,-ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის ექსპერტები სისტემატიურად მიუთითებდნენ მთავრობას, რომ საჭირო იყო ზომების გამკაცრება, რადგან წვეულებები ეპიდ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს და კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ასეთ შეკრებებს ასახელებდნენ.

„ბელგიის მთავრობამ მიიღო შესაბამისი განკარგულება და 15 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სამმაგდება ჯარიმა. უფრო კონკრეტულად – წვეულებაზე დასწრებაზე ჯარიმა განისაზღვრა 750 ევროთი, ხოლო მისი ორგანიზება – 4 000 ევროთი.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელისა და ვალონიის რეგიონებში, კომენდანტის საათი გრძელდება 2021 წლის 15 იანვრამდე (10:00 PM to 6:00 AM), ხოლო ვალონიის რეგიონში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამონაკლისის სახით, მხოლოდ ახალი წლის ღამეს, კომენდანტის საათი ძალაში შევა შუაღამით. დამატებითი შეზღუდვების შესახებ ბელგიის მთავრობა იმსჯელებს პარასკევს, 18 დეკემბერს“,- წერს უცხოური მედია.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა, მინიმუმ 50 პროცენტს