ბელგიის მოსახლეობას რადიაციისგან დასაცავ აბებს დაურიგებენ

ბელგიის მოსახლეობას რადიაციისგან დასაცავ აბებს დაურიგებენ – ამის შესახებ სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეგი დე ბლოკმა განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას – ადგილობრივი La Libre Belgique წერს.
საუბარია იოდშემცვლელ პრეპარატზე, რომელიც რადიაციას ამცირებს ადამიანის ორგანიზმში.

მთავრობამ პროფილაქტიკის ზონა 20-დან 100 კილომეტრამდე გააფართოვა ტერიტორიებზე, სადაც ატომური ობიექტები მდებარეობს, პირველ რიგში კი ატომური ელექტროსადგურები.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალურმა მინისტრმა, ბარბარა ჰენდრქსმა, ბელგიის მთავრობას მიმართა მოთხოვნით, ატომური ელექტროსადგურ “დულის” და “ტიანჟის” ერთ-ერთი რეაქტორი გააჩეროს მანამდე, სანამ მათი უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტები არ შეგროვდება.
ადრე იმავე თხოვნით ბრიუსელს მიმართეს ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა. მეზობელი ქვეყნების შეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ უკანასკნელ ხანებში ატომურ ელექტროსადგურებზე რამდენიმე ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა

banner
წინა სტატიაშიდაკარგული 16 წლის გოგონა ბორჯომში იპოვეს
შემდეგი სტატია,,“ნაციონალური მოძრაობის” და ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე დეპუტატის ანტიქართული გეგმა ჩავარდა”