ბელგიაში უცნობმა აფრიკელს თვალები ამოსთხარა

ბრიუსელში, იკსელის კომუნაში 33 წლის აფრიკელი წარმოშობის მამაკაცს უცნობი პირი თავს დაესხა. მანამდე, სანამ დამნაშავე მიიმალებოდა, მან მამაკავს თვალები ამოსთხარა (რა იარაღით, ჯერჯერობით არ ვრცელდება). შემთხვევაზე, რომელიც წუხელ მოხდა, წერს – Derniere heure.
გაზეთის ინფორმაციით, პოლიციას და სამაშველო სამსახურს გამვლელმა შეატყობინა მომხდარის შესახებ. დაზარალებული, კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, აფრიკელის თვალები შემთხვევის ადგილიდან მოშორებით იპოვეს.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : საზღვაო ფლოტის შექმნა საზოგადოების მოტყუება იქნება
შემდეგი სტატიაორბელიანის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა