ბელგიაში ტერორისტული საფრთხე მესამე დონემდე დაწიეს

ბელგია ტერდონებელგიის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე ერთი დონით, მესამემდე დაწია – Reuters-ი წერს კრიზისის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით.
ამასთანავე, ჯერჯერობით, არ იტყობინებიან რეჟიმში კონკრეტულ ცვლილებებზე.
გუშინ ბრიუსელში მეტროს მხოლოდ ორი ხაზი მუშაობდა. მიწისქვეშა ტრამვაიც შეფერხებით დადიოდა, სადგურების ნაწილი კი დაკეტილი იყო, მიწისზედა ტრანსპორტზე კი შეზღუდვები არ ყოფილა.
დღეს დილით ბრიუსელის მეტრომ ისევ დაიწყო მუშაობა, თუმცა ვაგზლებსა და მიწისქვეშ წერტილოვანი შემოწმებები ტარდება.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ბრიუსელში ტერაქტების სერია მოხდა. აეროპორტსა და მეტროში მომხადრ აფეთქებებს 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასობით კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიRolling Stones-ი კუბაში უფასო კონცერტს ჩააატრებს
შემდეგი სტატია“ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოსგან დახმარების გაწევის თხოვნა მივიღეთ, რასაც დადებითად ვუპასუხეთ”