ბელგიაში ტერაქტი აღკვეთეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში ბელგიელ თურქთა ფედერაციის (BTF) ოფისის წინამდებარე ტერიტორიაზე ასაფეტქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საეჭვო პაკეტი ფედერაციის შენობის წინ ამავე ფედერაციის თანმშრომელმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობიან. პაკეტში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა, რომლის გაუვნებელყოფა აფეთქების გზით, გამნაღვმელთა ჯგუფის მიერ მიყვანილმა რობოტმა განახორციელა.
ბელგიელი სამართალდამცავები ამჟამად იმის დასადგენად მუშაობენ, თუ როგორ მოხვდა ასაფეთქებელი მოწყობილობა თურქი ემიგრანტების ოფისის წინ.

banner
წინა სტატიაში(video) რუსეთი ალეპოში სამხედრო პოლიციას აგზავნის
შემდეგი სტატიარომის პაპი საშობაოდ უკრაინას 6 მილიონი ევროს უგზავნის