ბელგიაში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე გაჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, შენობაში 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ხანძრის გამო მაშველებმა დაახლოებით 80 ბინის მცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინეს.
წინასწარი ცნობით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი პირველ სართულზე წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ შენობაში იმყოფებოდა ანტვერპენის ყოფილი მერი ბობ კულსი, რომელიც შენობიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
















