ბელგიაში მედიამ სპეცოპერაციის გაშუქება შეწყვიტა…

ბელგიის პრემიერმინისტრის შარლ მიშელის განცხადებით, ხელისუფლება ფლობს სარწმუნო ინფორმაციას, რომ რამდენიმე ტერორისტი, შეიარაღებული ასაფეთქებელი მოწყობილობითა და ცეცხლსასროლი იარაღით, ბრიუსელში რამდენიმე ხალხმრავალ ადგილას გეგმავს თავდასხმებს, ამიტომაც ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებზე გასვლას და უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ სახლები.

ბელგიის ხელისუფლებამ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, რომ არ გაასაჯაროვონ პოლიციის გადაადგილების დეტალები სოციალურ ქსელებში. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ადგილობრივმა და იქ მომუშავე მედიამ, პოლიციის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება შეწყვიტეს.

ამ მომენტისთვის ბრიუსელში შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონე… გავრცელებული ინფორმაციით სპეცოპერაციას, რომელიც  ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე გრან-პლასზე მიმდინარეობს,   პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს შენაერთები ერთობლივად ატარებენ… ჰაერში კი – პატრულირებენ პოლიციის ვეტმფრენები.
ბრიუსელის ცენტრში გზების გადასაკეტად პოლიცია ქალაქის ავტობუსებს იყენებს.
პოლიცია ახლო-მახლო მყოფ მოსახლეობას სთხოვს არ გამოვიდნენ გარეთ და  ფანჯრებთან ახლოს არ დადგნენ…
,,ბრიუსელის ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები და მეტრო ორშაბათს დაკეტილი იქნება, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსამსახურეებს სთხოვეს თავიანთი სამუშაო შეძლებისდაგვარად სახლში შეასრულონ,, აცხადებს ადგილობრივი მედია.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,რის და ვის იმედად ვამცირებთ ჯარს? მტერი საკმარისი გვყავს…,,