ბელგიაში მცხოვრები ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ჭინჭარაული თხოვნით მიმართავს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს

ბელგიაში მცხოვრებმა ქართული ფეხბურთის ვეტერანმა, საქართველოსა და სსრკ ჭაბუკთა ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, 1984 წლის ევროპის ვიცე ჩემიონმა (U18) გიორგი ჭინჭარაულმა 10 ივლისს გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება:

„1998 წლიდან ოჯახთან ერთად ვცხოვრობ ბელგიაში. ვარ საქართველოს მოქალაქე. ჩემი შვილი, ბელგიაში დაბადებულ-გაზრდილი 18 წლის საბა ჭინჭარაული (ბელგიისა და საქართველოს მოქალაქე) არის კლუბ ” Waasland Beveren” (U-21) ფეხბურთელი და ბოლო წლებში თამაშობდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებებში (U-16,U17, U-18, U-19). 2002 წელს თბილისში, დიდ დიღომში შევიძინე მიწის ფართობი (გოგიძის ქ.,7), რომელზეც ემიგრაციაში მძიმე შრომითა და წვალებით, ახლობლებისა და ნათესავების მხარდაჭერით ავაშენე სახლი. აღნიშნულ სახლს 2016 წლამდე პატრონობდა მამაჩემი შალვა ჭინჭარაული. მამის გარდაცვალების შემდეგ სახლ-კარში არავინ ცხოვრობდა, ნათესავები და ახლობლები აკითხავდნენ და უვლიდნენ შეძლებისდაგვარად. 2020 წლის ივნისში ჩემი ოჯახის ახლობლებმა სრულიად შემთხვევით აღმმოაჩინეს და შემატყობინეს, რომ ჩემთვის უცნობი პირები თაღლითური გზით დაეპატრონენ ჩემ კუთვნილ სახლ-კარს და გადაყიდეს, ისე რომ საქმის კურსში არ ვყოფილვარ.
პანდემიის, მატერიალური პირობებისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ვახერხებ ჩამოსვლას საქართველოში. ამ შოკის მომგვრელი ფაქტიდან გამომდინარე სასწრაფოდ 2020 წლის 23 ივნისს ავიყვანე გამოცდილი ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი, რომელმაც განახორციელა შესაბამისი
სამართლებრივი ღონისძიებები. ჩემი სახელით შეტანილია ოფიციალური განცხადებები საქართველოს შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონის სამმართველოში და იგივე რაიონის პროკურატურაში. ზემოაღნიშნული რაიონის პოლიციამ დაიწყო
ამ საქმის გამოძიება, ზედამხედველობას უწევს ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურა…..
არსებულ სიტუაციაზე ორი კვირის წინ ინფორმაცია მივაწოდე აგრეთვე საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციას.
თხოვნით მივმართავ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძვანელებს – პირად კონტროლზე აიყვანეთ ამ საქმის ოპერატიული და სამართლიანი გამოძიება, რათა დროულადმოხდეს ჩემი კუთვნილი სახლ-კარის დაბრუნება.

10.07. 2020 გიორგი ჭინჭარაული,ბელგია, მეხელენი

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: „აგვისტოში დასავლეთიდან ხელისუფლების მამხილებელი წერილების კასკადი წამოვა“
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს