18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ბელგიაში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

BBC-ის ინფორმაციით, ბელგიაში, ბუგენჰაუტის მუნიციპალიტეტში მატარებლისა და სკოლის მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ორი მოსწავლე და ორი ზრდასრული დაიღუპა.

„ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა“, – განაცხადა ბელგიის ტრანსპორტის მინისტრმა ჟან-ლუკ კრუკემ, რომელმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სარკინიგზო გადასასვლელზე შლაგბაუმი ჩამოშვებული იყო.

ავარიის დროს ავტობუსში შვიდი ბავშვი, მძღოლი და თანმხლები პირი იმყოფებოდა. მატარებელში არავინ დაშავებულა, თუმცა ერთ ადამიანს მიღებული შოკის გამო მედიკოსების დახმარება დასჭირდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა-„თავისუფლება, ერთიანობა, საქართველო — წალენჯიხაში ვზეიმობთ!“ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპოლიციის თანამშრომლებმა ოპოზიციურ ალიანსს დღევანდელი აქციისთვის განკუთვნილი ტექნიკის რუსთაველის გამზირზე შეტანის უფლება არ მისცეს