ბელგიაში ალეპოს სკანდალის გამო რუსეთის ელჩი დაიბარეს

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალეპოში ბელგიურმა თვითმფრინავებმა გუშინ გვიან მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა.

ბელგიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა დიდიე ვანდერჰასელტმა განაცხადა, რომ ბელგიის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ანალოგიურ უწყებასთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს.

“ჩვენ ამასთანავე, უკმაყოფილო ვართ იმის გამო, რომ ინფორმაცია გამოქვეყნებამდე არ გადამოწმდა” – ვანდერჰასელტმა თქვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ალეპოში, დასახლება ხასაჯეკში ავიადარტყმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხმა დაზიანება მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავიადარტყმები ბელგიურმა F-16-მა განახორციელეს. დღეს სამეფოს თავდაცვის მინისტრმა სტივენ ვანდეპუტმა განაცხადა, რომ ბელგიური თვითმფრინავები აღნიშნულ ზონაში არ ყოფილან.

შეგახსენებთ, რომ გუშინვე სირიისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ალეპოში ცეცხლი შეწყვიტეს ე.წ. “ჰუმანიტარული პაუზის” გამო, რომელიც 20 ოქტომბერს შევა ძალაში. “დღეს 10 საათიდან ალეპოს დაბომბვას შეწყვეტენ სირიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები. ცეცხლის წინასწარი შეწყვეტა 20 ოქტომბრის “ჰუმანიტარული პაუზისათვის” აუცილებელია” – გუშინ თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ეს გარანტირებულად მისცემს ხალხს იმის საშუალებას, რომ ექვსივე კორიდორიდან ევაკუაცია მოხდეს და ავადმყოფების გამოყვანა გახდეს შესაძლებელ

banner
წინა სტატიაშიმსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი ისევ პრემიერად-შეიცვლება თუ არა მინისტრთა კაბინეტი?