ბელგიასა და გერმანიაში წყალდიდობის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა მინიმუმ 80-მდე გაიზარდა. აქედან 30 გარდაიცვალა ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალში, 50 კი – რეინლანდ-პფალცში. “სამწუხაროდ, ვეჭვობთ, რომ ეს რაოდენობა ისევ გაიზრდება” – კობლენცის პოლიციის შტაბ-ბინაში განაცხადეს.

განსაკუთრებით დაზიანდა არვაილერის რაიონი. გუშინ საღამოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1300 დაკარგულ პირზე გაავრცელა ინფორმაცია. პარალიზებულია მობილური კავშირები, რაც დაკავშირებას შეუძლებელს ხდის.

მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა, ასევე, ბელგიაში – 15 პირი გარდაიცვალა და ოთხი დაკარგულად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი საკუთარ მოსახლეობას მესამე დოზა ვაქცინას შესთავაზებს
შემდეგი სტატიაბაიდენმა და მერკელმა “ვაშინგტონის დეკლარაციას” მოაწერეს ხელი