ბელგიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობისქვეყნის სტატუსი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ბელგიამ უსაფრთხო სტატუსის მატარებელიქვეყნების სიაში საქართველო წელს პირველად შეიყვანა.
ბელგია უსაფრთხო წარმოშობის სტატუსს ქვეყანას იქ არსებული სამართლებრივიმდგომარეობის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ზოგადი პოლიტიკური გარემოსადა სხვა სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით ანიჭებს.

უსაფრთხო წარმოშობის სიის გადახედვა ყოველწლიურად ხდება, საქართველოში ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებით განხორციელებული ეფექტური რეფორმების შედეგად წელსამ სიას მხოლოდ საქართველო დაემატა.

ბელგიის სამეფო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების სიას 2012წლიდან ადგენს და ამ სიით ხელმძღვანელობს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსისმინიჭებისას.

შესაბამისი აქტი ბელგიის საკანონმდებლო ოფიციალურ ჟურნალში 29 აგვისტოს გამოქვეყნდა. http://www.cgra.be/en/news/publication-list-safe-countries-belgian-official-journal

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის გაუქმება არ იგეგმება
შემდეგი სტატიაოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა