ბელგიამ პარიზის ტერაქტების სავარაუდო თანამონაწილეები დააპატიმრა…

ბელგიური De Standaard-ის ცნობით, ამ ქვეყნის პოლიციამ პარიზის ტერაქტებთან სავარაუდო კავშირში მყოფ პირთა ჯგუფი დააპატიმრა…

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელის შემოგარენში, უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო უბან Molenbeek-ში რამდენიმე ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც პარიზის ტერაქტებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. გაზეთის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ჩხრეკა და გამნაღმველები ეჭვმიტანილთა სახლებში და საცხოვრებელ უბანში აპარატურისა და სპეციალური ძაღლების მეშვეობით ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ტერორისტები პარიზში სწორედ ბელგიიდან ჩავიდნენ.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიმმართველი კოალიცია დაუპირისპირდა თავის დაპირებებს რომელიც 2102 წელს მისცეს ხალხს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის სასახლე ამ წუთებში