ბელგიამ პარიზელი ტერორსტების დაჯგუფებიდან 9 წევრი დააკავა…

ბელგიამ პარიზის ტერაქტების უშუალო შემსრულებლების ტერორისტული დაჯგუფებიდან 9 ეჭვმიტანილი დააკავა… ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელსა და მის შემოგარენში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ბელგიურმა პოლიციამ ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავა, რომელთაგან – 7, პარიზში ,,სატდ დე-ფრანს,,-თან განხორციელებული ტერაქტის მომწყობი თვითმკვლელი ტერორისტის – ბილალ ჰადფის უშუალო გარემოცვიდან არის.

დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებებზე, ბელგიური სასამართლო 20 ნოემბერს იმსჯელებს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის 20 წლის მოქალაქე ბილალ ჰადფის მიმართ ყურადღება ფრანგმა სამართალდამცავებმა მხოლოდ 2015 წლის დასაწყისში გამოიჩინეს, როდესაც ის სირიაში ,,ისლამურ სახელმწიფოს,, შეუერთდა… თუმცა ამის მიუხედავად მან საფრანგეთში უპრობლემოდ დაბრუნება და ტერაქტის მოწყობაც შესძლო.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაში,,ისლამური სახელმწიფო,, თავის დაღუპულ მეომრებს საკანალიზაციო თხრილში ყრის… (VIDEO)
შემდეგი სტატიანარმანიას ახალი სკანდალი – ვის აქვს კავშირი თბილისის მთავრობაში „ქურდულ სამყაროსთან“?