ბელგიამ ნატოს მოუწოდა რუსეთთან დაკავშირებულ პოზიციებს გადახედოს

ნატომ რუსეთთან პოზიციების შესაძლო შეცვლაზე უნდა იმსჯელოს იმ შემთხვევაში, თუკი მინსკის ხელშეკრულება შესრულდება – დღეს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა ვარშავას ნატოს სამიტზე განაცხადა.
“მე ვიზიარებ პოზიციას, რომ თუკი რუსეთი თანხმობას გამოთქვამს მინსკის ხელშეკრულების შესრულების შესახებ, მან უნდა ნახოს, როგორ შეიცვლებს პოზიციები ჩვენი მხრიდან” – განაცხადა მინისტრმა.

ამასთანავე, მან განაცხადა, რომ ბელგია ლიტვაში 150 ჯარისკაცს გააგზავნის ალიანსის მრავალეროვნული ბატალიონის შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვარშავას ნატოს სამიტის პირველ დღეს ქვეყნები შეთანხმდნენ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში თითო საერთაშორისო ბატალიონის განთავსებაზე.
ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ორგანიზაცია მოსკოვს ინფორმაციას გაუგზავნის გადაწყვეტილების შესახებ.

banner
წინა სტატიაშივარშავაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ავღანეთის მისიაზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიაოთარ დანელია სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ეცნობა