ბელგიამ “ალ-ქაიდას” წევრის ოჯახს 78 ათასი ევრო გადაუხადა

13235894_1730968307188169_1231584139_nბელგიამ 78 ათასი ევროს კომპანსაცია გადაუხადა ტერორისტს, რომელიც აშშ-ში სამუდამო პატიმრობაშია – ბელგიური მედია წერს.
მთავრობამ თანხა სრულად გადაურიცხა ტერორისტის ოჯახს, ნიზარ ტრაბელსს, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს. თანხის გადარიცხვის ფაქტი ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა კოენ გენსმა დაადასტურა.

2003 წელს ტრაბელსს ბელგიამ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნატოს ბაზაზე თავდასხმის მომზადებისთვის. 2008 წელს აშშ-მ ბელგიას მისი ექსტრადაციის მოთხოვნით მიმართა, ტრაბელსის კიდევ ერთ ტერაქტში მონაწილეობის გამო, რომელიც აშშ-ს პარიზის საელჩოს წინააღმდეგ იყო განხორციელებული. ტრაბელსი ბელგიაში 10 წელი მოხდის შემდეგ აშშ-ში გადააგზავნეს, სადაც მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ამნისტიის უფლების გარეშე.

2014 წელს ევროპის სასამართლომ ბელგიის მთავრობას ტრაბელსის სასარგებლოდ 90 ათასი ევროს გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით, რადგანაც ამერიკული სასჯელი ბელგიის შესაძლო ვადას აღემატება, რომელიც შეიძლებოდა დამნაშავეს ანალოგიურ დანაშაულზე ბელგიაში მიეღო. გადასახადების გამოკლებით, კომპენსაციის საბოლოო თანხამ 78 791 ევრო შეადგინა.
ტრაბელსი “ალ-ქაიდას” წევრი იყო. სანამ რადიკალი-ექსტრემისტი გახდებოდა, ის დიუსელდორფის საფეხბურთო კლუბ “ფორტუნაში” თამაშობდა.

banner
წინა სტატიაშიბელგიის სასამართლომ გადამბირებელი-ჯიჰადისტები გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიაცხინვალის იზოლატორის დატოვების შემდეგ, ცხრა ადამიანი გორში დაკითხვაზე იმყოფება