ბელარუსში, საზღვარზე რუსეთს ჯარი ჰყავს განთავსებული სარაკეტო კომპლექსებით – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე, მათ საზღვართან რუსეთს შეიარაღებული ძალები ჰყავს განთავსებული, რომლებსაც სარაკეტო კომპლექსები აქვთ.

“ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან იმყოფებიან რუსეთის ცალკეული საჯარისო დანაყოფები, რომლებსაც შეიარაღებაში აქვთ სარაკეტო კომპლექსები – “Искандер-М”; “Панцирь-С1″; C400-ები და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები.

სასაზღვრო რეგიონებში ძალების სადემონსტრაციოდ მოწინააღმდეგე შეტევებს ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში”, – თქვა გენშტაბის წარმომადგენელმა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ხარკოვში, ვერნოპოლიეში, კურულკასა და დმიტროვკაში. სარაკეტო იერიშები მიიტანეს სლავიანსკზე, ლისიჩანსკსა და ლიმნზე.

banner
წინა სტატიაშიდიდი პატივი და გამოწვევაა, მომეცეს შესაძლებლობა, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს – თურნავა
შემდეგი სტატიაომის დაწყებიდან უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი დაიღუპა – კორნიენკო