ბელარუსში ჩავიდა „ვაგნერელების“ მე-13 კოლონა

დღეს ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მე-13 კოლონა. ამის შესახებ იუწყება მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн, რომელიც ბელარუსში სამხედრო აქტივობას აკვირდება.

ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოლონა, რომლის შემადგენლობაში სულ მცირე 80 ერთეული საავტომობილო ტექნიკაა, ბელარუსის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ოსიპოვიჩის მიმართულებით მოძრაობს. მონიტორინგის ჯგუფის თანახმად, ავტომანქანებს რუსეთის და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სანომრე ნიშნები აქვთ.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი – გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი “ნაცმოძრაობაში” დაბრუნდა – “ეს შემოთავაზება მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას”