ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რუსეთს არ დაუძალებია – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება მისი “დაჟინებული მოთხოვნა” იყო.

ლუკაშენკოს განმარტებით, ბირთვული იარაღი ბელარუსის უსაფრთხოების გარანტიებისთვის დასჭირდა.

“ეს იყო ჩემი მოთხოვნა. რუსეთს არ დაუძალებია ის ჩემთვის. რატომ? იმიტომ, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ამ სამყაროში არავის არ უომია ბირთვულ სახელმწიფოსთან. და მე არ მინდა რომ მათ ჩვენ დაგვიწყონ ომი. არსებობს ასეთი საფრთხე? კი და მე უნდა ავიცილო იგი თავიდან,” – ამბობს ლუკაშენკო ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიმარინა კალიურანდმა გვითხრას კონკრეტული მაგალითი, სადაც რაღაც უნდა გაკეთებულიყო და არ გავაკეთეთ, ვერ გვეტყვის – კობახიძე
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა, არავითარი აზრი არ აქვს კანონის მიღებას დეოლიგარქიზაციის შესახებ