ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია

ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ლი შანფუ ეწვია.

ინფორმაციას სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ბელარუსის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას შეხვდება, სადაც ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლი შანფუ ბელარუსში არსებულ რამდენიმე სამხედრო ობიექტს ეწვევა.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როცა მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია
შემდეგი სტატიასაერთაშორისო მედია The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება