ბელარუსმა უკრაინის საზღვართან “ისკანდერის” დივიზია გადაიყვანა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების დივიზია “ისკანდერ-M”-ი უკრაინის საზღვართან გადავიდა.

“დივიზია გადაყვანილია ბრესტის ოლქში, ლუნინეტის დასახლებაში. ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე დარტყმის საფრთხებ კვლავ არსებობს”, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ვოლინისა და პოლისიას რაიონებში ბელარუსის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილები აგრძელებენ დავალებების შესრულებას ბელარუსი-უკრაინის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, ბელარუსის საგანმანათლებლო დაწესებულებებში გრძელდება რეზერვის ოფიცრების მომზადება საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების დაკომპლექტებისთვის.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს აიძულებს, ლუცკისა და ლვოვის მიმართულებით დარტყმა განახორციელოს.

banner
წინა სტატიაშიდონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიარუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს