27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ბელარუსმა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული მხარდაჭერის მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

უწყების განმარტებით, წვრთნების მიზანია პირადი შემადგენლობის მომზადების დონის ამაღლება და შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმება ბირთვული იარაღის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განლაგებისთვის.

წვრთნების ჩასატარებლად ბელარუსმა სარაკეტო და საჰაერო ძალების დანაყოფები განალაგა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების დროს, რუსულ მხარესთან თანამშრომლობით, დაგეგმილია ბირთვული იარაღის მიწოდებისა და გამოყენებისთვის მომზადების პრაქტიკა.

უწყება ხაზს უსვამს, რომ წვრთნები დაგეგმილი სასწავლო ღონისძიებაა და „არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და არ წარმოადგენს საფრთხეს რეგიონში უსაფრთხოებისთვის“.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები – საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
შემდეგი სტატია26 მაისს ოპოზიციის დაანონსებულ აქციას მოძრაობა პროტესტSHE უერთდება