ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებით, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კერძო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს.

უწყების ინფორმაციით, წვრთნები „ბრესტსკის“ პოლიგონზე ჩატარდება და მასში ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას.

„წვრთნები ერთ კვირას გასტანს და მასში „ვაგნერის“ წარმომდგენლებთან სასწავლო-საბრძოლო ამოცანები იქნება დამუშავებული“, – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიEuromoney: საქართველოს ბანკი 2023 წლის საუკეთესო ბანკია საქართველოში
შემდეგი სტატიაალასანია – აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? – მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა