ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა გამოაცხადა

ცარიელი სავარძლის კადრი-ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა გამოაცხადა.

9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაწყებული პროტესტი ბელარუსში გრძელდება. გუშინ, 16 აგვისტოს, გაიმართა აქცია-მსვლელობა “მშვიდობის მარში”, რომელშიც 200 000-მდე ადამიანი მონაწილეობს. ბელარუსის მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიტიხანოვსკაია ბელარუს ხალხს მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია – გავიგე უგულავა ჩამოვიდა ზუგდიდშიო, მამაჩემის სახელობის გამზირზე, შიშით გავხედე ფირნიშს, ალბათ როგორც ბაბუაჩემის გამზირს პეკინი დაარქვა, ამასაც რამეს უპირებს თუ გაიმარჯვებსთქო