4.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ბელარუსის სანქცირებულ მინისტრს აშშ-ში, ,,მშვიდობის საბჭოს” შეხვედრაზე დასასწრებად ვიზა არ მისცეს

1776 წლის 4 ივლისს შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები
19 თებერვალს,  ვაშინგტონში გამართულ მშვიდობის საბჭოს პირველ სხდომას ბელარუსის დელეგაცია არ დაესწრო.
როგორც ბელარუსული მხარე აცხადებს,  საგარეო საქმეთა მინისტრი,  მაქსიმ რიჟენკოვი საბჭოზე ოფიციალურად იყო მიწვეული, თუმცა მას აშშ-ის ვიზა არ მისცეს.
მინსკი აცხადებს, რომ  გადაწყვეტილება არათანმიმდევრულია.  მათივე ცნობით, პროცედურები სრულად დაცული იყო. 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.
ტრამპის მშვიდობის საბჭოს პირველი ღონისძიება ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართა, რომელსაც საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ. გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ნორვეგია, შვედეთი და სლოვენია იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც განაცხადეს, რომ საბჭოს არ შეუერთდებიან ნაწილობრივ იმ შეშფოთების გამო, რომ ამან შესაძლოა გაეროს როლი დააკნინოს. მშვიდობის საბჭოს რეგიონიდან საქართველოს გარდა ყველა ქვეყანა მიწვეული იყო
banner
წინა სტატიაშიანდრო ჭიჭინაძის დედა –,,წაიღონ და დაანებონ ამ ღირსეულ ადამიანებს თავი! ასეთი სოლიდარობა რომ გვაქვს ამიტომაც ვერ წაგვაქცევენ ვერც მე და ვერც ანდროს”
შემდეგი სტატიადეკანოზ რომანოზ ჩიქობავას გარდაცვალებიდან დღეს 21 წელი გავიდა