6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ბელარუსის პრეზიდენტმა ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, პოლიტპატიმრები შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ “ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე” 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.

აქამდე ბელარუსულ ოპოზიციურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ გათავისუფლებულებიდან 15-20 ადამიანი შეიძლება ვილნიუსში გადაიყვანონ, ხოლო დანარჩენებს ბელარუსში დარჩენის უფლება მიეცემათ.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 19 მარტს ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენლის, ჯონ კოულის ბელარუსში ვიზიტისა და ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარეს თეოფილე III-ის სამძიმარი
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში სახმელეთო ჯარების განლაგებას არ გეგმავს