ბელარუსის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს მისალოც წერილს უგზავნის – ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობები მაღალ დონეზეა და მდგრადი ხასიათი აქვს

admin
ავტ.: admin მაისი 26, 2020 12:40

ბელარუსის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს მისალოც წერილს უგზავნის – ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობები მაღალ დონეზეა და მდგრადი ხასიათი აქვს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი წერილი ბელარუსის ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა.

„წერილში ლუკაშნეკო აღნიშნავს, რომ ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობები მაღალ დონეზეა და მდგრადი ხასიათი აქვს“, – ნათქვამია ბელარუსის ლიდერის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩენ ქვეყნებს შორის აქტიური ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ორმხრივი ქმედებების გასაფართოვებლად და სხვადასხვა მიმართულებით საერთო პროექტების რეალიზაციისთვის“, – ნათქვამია ლუკაშენკონს განცხადებაში.

მისივე თქმით, „ბელარუსსა და საქართველოს შორის ღია დიალოგი, რომელიც ურთიერთგაგებასა და ნდობას ეფუძნება, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას“, – ნათქვამია წერილში.

ლუკაშენკომ სალომე ზურაბიშვილს ჯანმრთელობა, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობა და და კეთილგანწყობა უსურვა.

admin
ავტ.: admin მაისი 26, 2020 12:40

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics