ალიაქსანდრ ლუკაშენკა კმაყოფილია საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან „ნორმალური ურთიერთობებით“

ამის შესახებ მან 26 თებერვალს თქვა სომხეთის განცხადების პასუხად, გაყინოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსული აბრევიატურა – ОДКБ) წევრობა.

„მადლობა ღმერთს [საქართველოს], ნორმალური ურთიერთობა უყალიბდება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა იზრდება. გასინჯეს იოლი პური დასავლეთში. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველები გაინძრნენ იმ მხრივ, რომ ეს მათი ქვეყანა თავისუფალი და სუვერენულია, დასავლეთმა დაიწყო მათზე ზეწოლა, მათ შორის და უპირატესად – აშშ-მა. ასე რომ, უნდა გამოიტანო შესაბამისი დასკვნა. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება, იქ ათასი პრობლემაა“, – განაცხადა ლუკაშენკამ.

მისი სიტყვებით, დღეს, მაგალითად, „აშშ-ში ბაიდენი დაეხმარება უკრაინას, სომხეთსა და ა.შ.“.

„ხვალ ხელისუფლება შეიცვლება და ტრამპი იტყვის: „მომისმინეთ, მე თქვენ არ გიცნობთ, მეგობრებო, პირველად გხედავთ“, – დაამატა მან.

შემდეგ კი საუბარი განაგრძო კვლავ საქართველოზე, რომელმაც დსთ დატოვა: „გასვლა ადვილია, მაგრამ შესვლა რთული იქნება. მაგალითი ისევ და ისევ საქართველოა. გავიდა ის დსთ-დან და ყველა სტრუქტურიდან. ეს რა მისთვის უკეთესია? არა, სასურველია დაბრუნდეს. მაგრამ დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია. სახის დაკარგვაცაა და სხვაც“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ნავალნის სიკვდილის მიზეზად თრომბი დაასახელა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – მადლობას ვუხდი იურიდიულ კომიტეტს, რომ ეფექტიანად მოხდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შესახებ კანონპროექტების ინიცირება